კულტურა
15.04.2020 13:50
გორის მწერალთა სახლი მკითხველს ელექტრონულ წიგნებს სთავაზობს
გორის მწერალთა სახლი მკითხველს ელექტრონულ ბიბლიოთეკას სთავაზობს. ლიტერატურისმოყვარულებს, შიდა ქართლში მოღვაწე მწერლებისა და პოეტების შემოქმედების გაცნობა ვებ გვერდზე: https://mweraltasaxli.blogspot.com/?m=1 შეეძლებათ. როგორც Gmnews-თან მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა მარინა ჯალიაშვილმა აღნიშნა, ელექტრონული წიგნები დიდ სამსახურს გაუწევს მათ, ვინც სახლში დარჩენისა და თვითიზოლაციის პერიოდში თანამედროვე ავტორების ნაწარმოებების გაცნობას გადაწყვეტს.
„გორის მწერალთა სახლი გთავაზობთ ელექტრონულ ბიბლიოთეკას, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი მწერლების წიგნებს. მოგეხსენებათ, დღეს, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, მსოფლიო გარკვეულწილად დამოკიდებული გახდა ინტერნეტ სივრცეზე. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ჩვენ, მკითხველს, დიდი ხანია ვთავაზობთ ელექტრონულ წიგნებს და აღნიშნულის შესახებ კიდევ ერთხელ ვაწვდით ინფორმაციას.
დედამიწაზე მცხოვრებთ და უპირველესად ჩემი ქვეყნის თითოეულ ადამიანს კი, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ვიმედოვნებ, სულ მალე ჩვენი ჟურნალის ახალი ნომრების წარდგენა და სხვა უამრავი წიგნის პრეზენტაცია უკვე მწერალთა სახლში შედგება. აქვე, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში ერთგულად ემსახურება თითოეულ ადამიანს და ქვეყანას“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა.
კვირის ამბები