საზოგადოება
15.04.2020 13:40
ქვეყანაში, შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება გვაქვს და ფაქტობრივად, ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ვემზადებით - ირაკლი ჩიქოვანი
პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და იმ კავშირების დადგენა, როლებიც უკვე ახალინფიცირებულ ადამიანებს აქვთ.
„ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და ასევე, მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, როლებიც უკვე ახალინფიცირებულ ადამიანებს აქვთ, ანუ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოვება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეიდან, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები, კერძოდ კი, 4 დიდ ქალაქში, თბილისში რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დღეს, 21:00 საათიდან აიკრძალება შესვლა და გამოსვლა,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
კვირის ამბები