საზოგადოება
15.04.2020 08:08
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 300-მდე გაიზარდა

Covid 19-ით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 300-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე - stopcov.ge განთავსდა.

ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინსა და სტაციონარში მოთავსებულთა რაოდენობაც - კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  იმყოფება 462 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა - 69, გარდაცვლილია 3 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, შიდა გავრცელების ბევრი შემთხვევა ფიქსირდება და ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

,,ბევრი გვაქვს უკვე შიდა გავრცელების შემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია ტრიალებს უკვე მოსახლეობაში, შეიძლება ხანდახან უსიმპტომო ფორმით, თუმცა ასეთი შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე სიმპტომებიანი. ამიტომ, მოვუწოდებთ, მოსახლეობას, პირველი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დანიშნულების და რეკომენდაციების მიხედვით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები