საზოგადოება
14.04.2020 14:35
გასული 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 199 პირი დაჯარიმდა

გასული 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 199 ახალი ფაქტი გამოვლინდა. აქედან
ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დაჯარიმდა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სამართალდამცველებმა 63 მოქალაქე დააჯარიმეს და თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით.

კვირის ამბები