საზოგადოება
14.04.2020 14:01
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაბადებასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებული სერვისების გაცემა განაახლა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემისა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების სერვისი განაახლა. ამასთან, პირებს, რომლებსაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს, შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით მიმართონ. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ.გვერდზე – sda.gov.ge ან პორტალზე – my.gov.ge, რის შემდეგაც უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge. განაცხადის დარეგისტრირება ვიდეოგასაუბრებით მოხდება. მომხმარებელი კი, დოკუმენტის მიღებას ელექტრონულად ან საჭიროების შემთხვევაში, მზა დოკუმენტს ფოსტის საშუალებით მიიღებს. „მოქალაქეები,ასევე, შეუფერხებლად შეძლებენ მათთვის საჭირო დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასაც. ამისთვის, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10, სადაც ოპერატორი მოინიშნავს მის საჭიროებას, რის შემდეგაც მოქალაქემ დასამოწმებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოსტით უნდა გაუგზავნოს მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა. აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს მოქალაქე მის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტით მიიღებს“, - ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
კვირის ამბები