კულტურა
14.04.2020 13:11
9 საათი და ხელფეხშეკრული ქალი - კომენდანტის საათი მარიამ ჭალიძის შემოქმედებაში
მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსი არაერთი ხელოვანისთვის გახდა შთაგონების წყარო. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა, ბოლო პერიოდში, COVID-19 ცნობილი მუსიკოსების, თანამედროვე ავტორების ან სულაც ავტოდიზაინერების შემოქმედების თემატიკად იქცა. როგორია მხატვრის თვალით დანახული პანდემია, GMnews-ი მომავალი მომავალი ფერმწერის, მარიამ ჭალიძის ნამუშევრის სახით გაგაცნობთ.
„ჩემი ART-ის შთაგონების წყარო კარანტინი და კომენდანტის საათი გახდა რომლის გამოც სულ სახლში ვარ და მგონია, ვიღაც უხილავი თავისუფლებას უკანონოდ მართმევს, შებოჭილი ვარ და ნახატზეც სწორედ ჩემი ეს გრძნობებია წარმოდგენილი. ქალი (ჩემი სახით) ზის სკამზე, მის ზემოთ კი, საათი ცხრას გადასცდა და თავისუფლად გადაადგილება აღარ შეუძლია. სწორედ ამიტომ აქვს მას ხელ-ფეხი შეკრული.
ნამუშევარი 2 საათში შევქმენი, ნახატი მეოთხედ ფორმატზეა შესრულებული, საღებავებად გუაში გამოვიყენე“, - გვითხრა მარიამ ჭალიძემ.
კვირის ამბები