საზოგადოება
14.04.2020 12:46
შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში #3 ინფიცირებული დაცვის სამსახურის თანამშრომელია და იგი თბილისში, სამუშაო ადგილზე, სოფელ ხოვლედან დადიოდა.

სოფელ ხოვლეში, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, ხდება ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა და არსებული რეკომენდაციების შესაბამისი ღონისძიებების გატარება - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა. რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას, სადაც კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევაა, გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, გართულებები მოსალოდნელი არ არის.

,,ხოვლესთან დაკავშირებით ამ დროისთვის დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, გეტყვით, რომ ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები - დაავადებათა კონტროლის ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, ხდება ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა და არსებული რეკომენდაციების შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

რაც შეეხება შიდა ქართლში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევის პირველ ლოკაციას - ხიდისყურს, უკვე დასრულებულია თერმოსკრინინგი, გვაქვს ყველა სახის ინფორმაცია სოფლის მცხოვრებლების საჭიროებებზე და არსებული მდგომარეობის საფუძველზე, სოფელ ხიდისყურში რაიმე რისკებს და გართულებებს არ ველოდებით“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

კვირის ამბები