შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი „1+4 საგანმანათლებლო პროგრამით“ მოსარგებლე პირთათვის სტაჟირებას იწყებს. უწყების განმარტებით, სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
სტაჟირების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ.გვერდზე smr.gov.ge და საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე HR.GOV.GE შეუძლიათ. რეგისტრაცია 8 ოქტომბერს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
გორში ნალექია მოსალოდნელი ღამის 3-დან დილის 5 საათამდე და ასევე წვიმაა ნავარაუდევი 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში
ვიწყებთ „ქართული ოცნების“ მიზნებისა და ამოცანების საზოგადოებისთვის გაცნობას - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ