სპორტი
14.04.2020 11:08
საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ შეწყვეტილა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლში საფეხბურთო ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეწყვეტილა.

წლეულს, სტადიონებისა და საფეხბურთო აკადემიების მშენებლობა საქართველოში ათამდე ადგილზე მიმდინარეობდა და როგორც შევიტყვეთ, კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, არც შეწყვეტილა.

მშენებლობები სანიტარული ნორმების სრული დაცვით გრძელდება.

სტადიონის მშენებლობა გრძელდება ხაშურშიც, სადაც ძველი საფეხბურთო არენა ფაქტობრივად სრულად დაიშალა და გასულ წელს მისი ხელახალი მშენებლობა დაიწყო. ახალი სტადიონის დასრულება 2020 წლის მიწურულს იგეგმება, ის უეფას სტანდარტების შესაბამისი იქნება: ტრიბუნები დაიტევს 2000 მაყურებელს, მოეწყობა განათება, დამხმარე შენობა – ნაგებობი, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და სხვა.

ხაშურის გარდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს თბილისში (ვაკისა და გლდანის რაიონებში), ფოთში, რუხსა (ზუგდიდი) და გვიმბალაურში (ლანჩხუთი).

კვირის ამბები