ვიდრე ნამდვილი ფეხბურთი გაჩერებულია, საქართველოს ეროვნულმა ლიგამ გულშემატკივრებს შესთავაზა ვირტუალური საფეხბურთო გათამაშება Crystalbet E ლიგა, სადაც ფიფა 2020-ში საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოსაპოვებლად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ფეხბურთელები იბრძოლებენ.
გათამაშებაში საქართველოს ეროვნული ლიგის ათივე გუნდის წარმომადგენელი თითო ფეხბურთელი თავის გუნდს აირჩევს და პირველობისათვის იბრძოლებს.
საინტერესოა, რომ ეროვნული ლიგის მესვეურები მაყურებელს ვირტუალური მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს შესთავაზებენ ინტერნეტ–პლატფორმაზე და ამ რეპორტაჟებს ქართველი კომენტატორები წაიყვანენ.
გორის ,,დილადან" შეჯიბრებაში გიორგი ჩოჩიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ის ბ ჯგუფიდან ჩაერთვება გათამაშებაში.
ა ჯგუფი
გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ)
გიორგი ფანცულაია (ტორპედო)
გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი)
გიორგი კახელიშვილი (მერანი თბ)
სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო)
ბ ჯგუფი
ზურაბ ღირდალაძე (სამტრედია)
გიორგი ჩოჩიშვილი (დილა)
ირაკლი რუხაძე (თელავი)
ლუკა კიკაბიძე (ჩიხურა)
ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ)