საზოგადოება
13.04.2020 19:15
დააზარალა თუ არა აპრილის ორდღიანმა ყინვამ გორის მუნიციპალიტეტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 აპრილს, შიდა ქართლის რეგიონში ტემპერატურის -2, -4 გრადუსამდე ვარდნა დაფიქსირდა. გამოიწვია თუ არა უარყოფითმა ტემპერატურამ ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება, კითხვაზე პასუხის მისაღებად GMnews-ი სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელს დაუკავშირდა:

„სამწუხაროდ, სინოპტიკოსების ვარაუდი გამართლდა და წინა დღეებში დაფიქსირებულმა დაბალმა ტემპერატურამ ყვავილობაში მყოფი ხეხილის 50-60 პროცენტის დაზიანება გამოიწვია. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ჩვენთან ძირითადად ქლიავი, გარგარი და ტყემალი ყვავის, შესაბამისად, ყინვის შედეგად სწორედ ეს ხეხილი დაზიანდა. რაც შეეხება ნათესებს სიცივეს ხორბლისა და სხვა ნათესებზე არ უმოქმედია, უვნებლად გადარჩა ის მრავალწლიანი ნარგავებიც, რომლებსაც ამ ეტაპზე კვირტი არ აქვს გამოღებული“, - აღნიშნაGMnews-თან საუბრისას მამუკა ლომსაძემ.

კვირის ამბები