Covid 19-ით ინფიცირების რამდენიმე ახალი სემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 252-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე - stopcov.ge არის განთავსდა. პარალელურად, 63-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
გამოჯანმრთელდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი - 24 კვირის ორსული, 80 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში შეყვანისას კრიტიკული იყო და 79 წლის მამაკაცი, რომელსაც ორმხრივი მწვავე პნევმონია აღენიშნებოდა.
ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4925 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 401 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება