საზოგადოება
11.04.2020 09:52
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 698 626-ს მიაღწია

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 698 626-ს მიაღწია. 102 774-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. ფატალური შედეგების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია აშშ-იმ, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 108 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი ნახევარ მილიონს გადააჭარბა. მთლიანობაში, შეერთებულ შტატებში, Covid 19-ით 18 693 ადამიანია დაღუპული. გარდაცვლილთა რიცხვით კვლავ იტალიაა პირველ ადგილზე, სადაც 18 849 ფატალური შემთხვევაა დაფიქსირებული.

კვლავ რთული მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთში, სადაც ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 980 ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ფიქსირდება აშშ-ში (501 419), ესპანეთში (158 273), იტალიაში (147 577), საფრანგეთში (125 931), გერმანიაში (122 171), ჩინეთში (83 003) და დიდ ბრიტანეთში (74 605). 

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 47 029 დადასტურებული შემთხვევაა, რუსეთის ფედერაციაში - 11 917, აზერბაიჯანში - 991, სომხეთში კი 937 დადასტურებული შემთხვევაა.  

კვირის ამბები