მონოსპექტაკლი „ფანჯრებს იქით“ და პოლიკარპე კაკაბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სცენარი ყვარყვარე თუთაბერის შესახებ - გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სოციალურ ქსელში სპექტაკლების ვიდოჩანაწერების ჩვენებას აგრძელებს.
შაბათს, 11 აპრილს, მაყურებელთან შეხვედრის უცვლელ დროს - 19:00 საათზე, სასცენო ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ თანამედროვე რეჟისორის, ნათია მაკრახიძის ნამუშევარი - „ფანჯრებს იქით“ - იხილონ. კვირას, 12 აპრილს კი, სანდრო ელოშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის - „ყვარყვარეს“ ვირტუალური ჩვენება გაიმართება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი