საზოგადოება
10.04.2020 12:08
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებ.გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 54 მოქალაქე, კორონავირუსის შედეგად კი, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4908 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 430.

კვირის ამბები