კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილის ჩარიცხვის შესახებ სოლიდარობის აქციას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოც უერთდება.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ საკრებულოს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასიდან გარკვეულ თანხას გადარიცხავენ.
„გვსურს, გარკვეული, მცირედი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმედი გვაქვს, რომ ერთადდგომით და სოლიდარობით ჩვენ დავამარცხებთ პანდემიას!“ - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე.
ცნობისთვის, აღნიშნულ ინიციატივას შიდა ქართლის რწმუნებული, გიგი ხოჯევანიშვილი რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და შესაბამისი განცხადება გორის შესასვლლელებში განთავსებული საგუშაგოების დათვალიერებისას გააკეთა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება