საზოგადოება
10.04.2020 10:42
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა, 52 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 52-მა პაციენტმა დაამარცხა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი, 227-მდე გაიზარდა, -  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ვებ.გვერდის ცნობითვე, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 410 პირი რჩება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კვირის ამბები