საზოგადოება
10.04.2020 09:43
შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შიდა ქართლში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, პარალელურ რეჟიმში სურსათის უვნებლობის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ერთობლივი ჩართულობით, ქალაქებსა და დიდ სოფლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

„სადეზინფექციო სამუშაოები, ბუნებრივია, რეგიონში აქამდეც ჩატარდა, თუმცა, ამჟამად კიდევ ურფრო ფართო მასშტაბები შეიძინა და და კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის ცენტრალური უბნების გარდა, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება დიდი სოფლების ძირითადი ქუჩები. ამ მასშტაბურ ღონისძიებებში, ჩართულია რამდენიმე უწყება, მათ შორის სურსათის უვნებლობის სამსახური და სხვადასხვა ტიპის შემასხურებელი ტექნიკის გამოყეებით ხდება კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების წინააღმდეგ სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება“, - განაცხადა შიდა ქართლის რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა.  

კვირის ამბები