გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100 და მეტი წლის ორი მოქალაქე ცხოვრობს.
ლუბა ბესტავაშვილი 105 წლისაა და სოფელ მარანაში ცხოვრობს, 100 წლის მარგარიტა ჩიტიშვილი კი, სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით ჩიხრაძის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამა 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარებას ერთჯერადად ითვალისწინებს, შესაბამისად, ამ კატეგორიის მოქალაქეებს შეუძლიათ, მერიას ყოველწლიურად მიმართონ და 1000-ლარიანი დახმარება მიიღონ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება