საზოგადოება
09.04.2020 13:32
ბოლო 24 საათში შიდა ქართლში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის მხოლოდ 2 ფაქტი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული წესების დარღვევის მხოლოდ 2 ფაქტი დაფიქსირდა - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიგი ხოჯევანიშვილმა გორში მოქმედ საგუშაგოებზე არსებული მდგომარეობის გაცნობისას განაცხადა.
„მინდა გითხრათ, რომ რეგიონში სიმშვიდე გვაქვს როგორც კანონდარღვევების, ისე კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. გუშინ, დამატებით გაკეთებულ ყველა ტესტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხები ლუგარის ცენტრიდან, შესაბამისად, ამ დროისთვის, შიდა ქართლის მოსახლეობაში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ასევე გეტყვით, რომ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული პირობებისა და კომენდანტის საათის წესების დარღვევის სულ ორი შემთხვევა იყო ჩვენს რეგიონში, რაც იმას მოწმობს, მოსახლეობა ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს“, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება კვლავ აგრძელებს კოორდინირებულად მუშაობას სამედიცინო პერსონალთან და პოლიციასთან ერთად, რომ თვითიზოლაციაში მყოფ თითოეულ პირზე განხორციელდეს შესაბამისი კონტროლი, რაც დამატებით გართულებებს გამორიცხავს.

კვირის ამბები