1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა, თუმცა, გასული 31 წლის ტრადიციისგან განსხვავებით, კორონავირუსის პანდემიის და ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, 9 აპრილთან დაკავშირებული მასშტაბური ღონისძიებები დღეს არ გაიმართება.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
საქართველოს უახლესი სისხლიანი ტრაგედიიდან ორი წლის თავზე კი, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გთავაზობთ 2019 წლის 9 აპრილის ფოტოებს ,,გორის მაცნეს“ არქივიდან.