საზოგადოება
09.04.2020 10:59
9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
საქართველოს უახლესი სისხლიანი ტრაგედიიდან ორი წლის თავზე კი, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
კვირის ამბები