საზოგადოება
08.04.2020 22:39
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა

Covid 19-ის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში და ინფიცირებულთა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ახლახანს გამოქვეყნდა. ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4559 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 353 პაციენტი.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მსოფლიოში, ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსით ინფიცირების 34 711 ახალი შემთხვევა დადასტურდა და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ  1 464 852-ს მიაღწია. 3278 ერთეულით - 85 397-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც.

 

კვირის ამბები