საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიანი მონიტორინგი გრძელდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 121 მოქალაქე დაჯარიმდა.
საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სამართალდამცავებმა 4 მოქალაქე დააჯარიმეს.
მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 31 პირი. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი.
რაც შეეხება შიდა ქართლს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა. GMnews-ის ინფორმაციით, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სამართალდამცავებმა გორში ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანიც დააჯარიმეს.