საზოგადოება
08.04.2020 15:34
საქართველო კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ევროპის 53 ქვეყნიდან 50-ე ადგილზეა
საქართველო კორონავირუსით გავრცელების მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან 50-ე ადგილზეა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, - აღნიშნულის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„საქართველოს კოვიდ-19-ის გავრცელების და გარდაცვალების მხრივ, ევროპის 53 ქვეყანას შორის 50-ე ადგილი უკავია. ჩვენზე ოდნავ უკეთესი მდგომარეობა, ანუ უფრო ცოტა დაინფიცირებული და გარდაცვლილი მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს ჰყავთ, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი, ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ასევე ისეთ ჯუჯა სახელმწიფოს როგორიცაა ლუქსმებურგი (მოსახლეობა 300 ათასი) 2000-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს და ისლანდიას, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, 1500-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს. არაფერს ვამბობ ევროპის წამყვან ქვეყნებზე სადაც ასობით ათასია დაინფიცირებულის და გარდაცვლილთა რაოდენობა. რაც შეეხება მსოფლიოს, საქართველოს ინფექციის გავრცელებით და სიკვდილიანობით 109-ე ადგილი უკავია. ჩვენს უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება,შეიძლება არც გაგვეგოს. ეს არის მცირე კუნძულები და ისეთი სახელმწიფოები, სადაც კორონავირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა საერთოდ ისიც არ ვიცით“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო მონაცემებით 208 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 46, ხოლო 3 პაციენტი გარდაიცვალა.
კვირის ამბები