საზოგადოება
08.04.2020 15:14
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ელექტრონულად განხორციელდება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 27 აპრილს დაიწყება და 8 მაისს დასრულდება. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოლაში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაციას საგანმანათლებლო დაწესებულებები ელექტრონულად მიიღებენ - აღნიშნულ ინფორმაციას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს.

„მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში; მშობელი სკოლის თანამშრომელია ან, ოჯახიდან, ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. რეგისტრაციას და ჩარიცხვას ახორციელებს თავად სკოლა მშობლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მშობელი ელექტრონულად ვერ გადაგზავნის განაცხადს და თანდართულ დოკუმენტაციას, სკოლა, შეარჩევს ერთ დღეს კვირაში და ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დოკუმენტაციის მიღებას მატერიალურად აწარმოებს“, - ნათქვამია გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაში.

კვირის ამბები