საზოგადოება
08.04.2020 12:56
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 4-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია
თბილისში მცხოვრები ინფიცირებული სპორტსმენის ახლობელთან კონტაქტში მყოფი 4 პირის ნიმუშები რუისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა. ტესტირების პასუხების შედეგად, არცერთ პირს კოვიდინფიცირება არ დაუდასტურდა. აღნიშნული პირები ბოლო რამდენიმე დღეა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საზოგადოებირივი ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა. ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, აღნიშნულ პირებზე მონიტორინგი კვლავ გაგრძელდება.
კვირის ამბები