საზოგადოება
08.04.2020 08:17
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 დადასტურებული შემთხვევაა

Covid 19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 196-მდე გაიზარდა.

სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4674 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 362 პაციენტი.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 430 141 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 82 119 პაციენტი, მსოფლიოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 301 130-ს აღწევს.

 

კვირის ამბები