საზოგადოება
07.04.2020 16:58
როგორ დავიცვათ ხეხილი და ნათესები დაბალი ტემპერატურისას - რეკომენდაციები ფერმერებს

მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში -2, -4 გრადუსს აანონსებს. მართალია, გორის მუნიციაპლიტეტში სინოპტიკოსები ყინვას არ ვარაუდობენ, თუმცა, განმარტავენ, რომ უარყოფითმა ტემპერატურამ, შესაძლებელია, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.

GMnews სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელს დაუკავშირდა და დაბალი ტემპერატურის პირობებში, ფერმერებისთვის რეკომენდაციების გაწევა სთხოვა.

„გაზაფხულის პერიოდში ყინვებისგან ხილისა და ნათესების დაცვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, ერთ-ერთი ძველებური მიდგომაა, რომლის მიხედვითაც, ფერმერები ან გლეხები ბაღში ცეცხლს ანთებდნენ და ბოლს უშვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ეფექტური მეთოდია ასეთ დროს, კანონით აკრძალულია და შესაბამისად, ამ რეკომენდაცის ვერ გავცემთ. ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მაინც ხილის წამლობა, ან თუნდაც წყლის შესხურებაა. ყინვის შემდეგ, სანამ დილით მზე ამოვა, უნდა მოხდეს ხეხილის ჩვეულებრივ წამლობა, ასევე დასაშვებია სუფთა წყლის შესხურებაც, ეს მეთოდი ნამდვილად ამართლებს და იცავს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხილს დაზიანებისგან. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური დანადგარი, რომელიც ბაღში სრულიად უსაფრთხო ბოლს უშვებს და იცავს ხეხილს ყინვისგან. ასეთი დანადგარი ჩვენს მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთ ფერმერს აქვს ძევერაში, ატმის ბაღში და საკმაოდ ეფექტურადაც იყენებს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას მამუკა ლომსაძემ.

კვირის ამბები