საზოგადოება
08.10.2019 17:56
სად არის და როგორ გამოიყურება სტალინის ძეგლი, რომელიც გორის ცენტიდან 2010 წლის 25 ივნისს აიღეს
სტალინის ძეგლი, რომლის დემონტაჟიც 2010 წლის 25 ივნისს განხორციელდა, ამჟამად გორთან ახლოს, ერთ-ერთ კერძო ტერიტორიაზეა ღია ცის ქვეშ დასაწყობებული. 
სტალინის ძეგლი გორის ცენტრალურ მოედანზე იოსებ ჯუღაშვილის სიცოცხლეში, 1952 წელს გაიხსნა. აღნიშნულ ძეგლში სტალინი მთელი ტანით არის წარმოდგენილი და სამხედრო ტანსაცმელი აცვია.
მოქანდაკე შოთა მიქატაძეა, არქიტექტორები კი - ზაქარია და არჩილ ქურდიანები. ბრინჯაოს ექვსმეტრიანი ქანდაკება გორის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე გრანიტის ცხრამეტრიან სამიარუსიან კვარცხლბეკზე იდგა, რომელიც ამავდროულად ტრიბუნის ფუნქციასაც ასრულებდა.
კვირის ამბები