საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების დაცვასა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზე შიდა ქართლში მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, მკვეთრად შემცირდა დამრღვევთა რაოდენობა.
,,სხვადასხვა უწყების ერთობლივი ჩართულობით, კვლავ გრძელდება მკაცრი მონიტორინგი საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების დაცვასა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზე. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ძალზე შემცირდა დამრღვევთა რაოდენობა, სულ რამდენიმე ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა და ყველა ფაქტზე მკაცრი რეაგირება მოხდა. რაც შეეხება ე.წ. ცხელების ცენტრებს, არცერთი საეჭვო შემთხვევა ლაბორატორიულად არ დადასტურდა, რამდენიმე პირი რჩება მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება