საზოგადოება
06.04.2020 17:36
ფარი არ არის ქუდი და არ უნდა იყოს აწეული, ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად - პაატა იმნაძე

ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად, - მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განმარტება გააკეთა სახის დამცავი ფარების და ნიღბების სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე.

„ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. მარტო ფარი ვერ იცავს ადამიანს. ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად, ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს და ფარიც. ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული, ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი და არ უნდა იყოს აწეული“, - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

 

კვირის ამბები