მარტი საკმაოდ გამორჩეული იყო შობადობის რაოდენობით, ჩვენს კლინიკაში 81 პატარა მოევლინა ქვეყანას, რაც შეეხება აპრილს, 8 ახალშობილი გვყავს და ყველა მათგანი კარგად გრძნობს თავს, - განაცხადა GMnews-თან ,,იავნანას“ დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ყანჩაველმა.
თამარ ყანჩაველის ინფორმაციით, ,,იავნანას“ დიაგნოსტიკური დეპარტამენტი, ქალთა კონსულტაცია, სამშობიარო, ამბულატორია თუ სტაციონარი შეუფერხებლად აგრძელებს ფუნქციონირებას.
,,დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა პაციენტისთვის უსაფრთხო, სანდო და კომფორტული გარემოს შექმნას, ამჟამად კი, ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით, მაქსიმალური კონტროლი ხორციელდება უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად. ჩვენი დიაგნოსტიკური დეპარტამენტი, ქალთა კონსულტაცია, სამშობიარო, ამბულატორია თუ სტაციონარი ყველა პაციენტს ემსახურება შეუფერხებლად. მარტი საკმაოდ გამორჩეული იყო შობადობის რაოდენობით, ჩვენს კლინიკაში 81 პატარა მოევლინა ქვეყანას, რაც შეეხება აპრილს, 8 ახალშობილი გვყავს და ყველა მათგანი კარგად გრძნობს თავს“, - განაცხადა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ყანჩაველმა.