გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბაჩანა გვიანიშვილის თქმით ე.წ. „სტაიანშჩიკების“ მხრიდან ფულის მოთხოვნა უკანონოა და მათ პარკირების ახალ სისტემასთან არაფერი აკავშირებთ.
„ამ ადამიანებს არანაირი უფლება აქვთ მანქანის მძღოლს რაიმე საფასური მოსთხოვონ. ისინი სრულიად უკანონოდ დგანან და არაფერი აკავშირებთ პარკირების სამსახურთან ან რაიმე სხვა ოფიციალურ უწყებასთან. გასათვალისწინებელია, რომ მათთვის მიცემული გარკვეული თანხა მძღოლს არ ათავისუფლებს პარკირების საფასურისგან და მძღოლები ვალდებულები არიან, ოფიციალურად გადაიხადონ მომსახურების საფასური“, - განაცხადა ბაჩანა გვიანიშვილმა GMnews-თან საუბრისას.
პარკირების ფასიანი სისტემა გორში 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. რაც შეეხება ტარიფებს: 1 დღე - 1 ლარი; 30 დღე - 10 ლარი; 90 დღე - 15 ლარი; 180 დღე - 25 ლარი; 365 დღე - 40 ლარი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება