ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გათვალისწინებული სასწავლო მასალა, სავარაუდოდ არ შევა და ტესტებში მე-12 კლასისთვის გათვალისწინებული სასწავლო მასალის მხოლოდ ის ნაწილი იქნება შეტანილი, რაც აბიტურიენტებმა პირველ სემესტრში ისწავლეს. ამასთან, ტესტებში ყურადღება გამახვილდება მოსწავლის ცოდნის ზოგად დონეზე და კონკრეტული ნაწარმოების ზუსტი ცოდნის შეფასებით არ შემოიფარგლება.
როგორც ცნობილია, აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრთან ერთად მუშაობს.
მეორე სემესტრის პროგრამული მასალის ტესტებიდან ამოღების მიზეზი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გახდა, რის გამოც, სასწავლო პროცესის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. რაც შეეხება საგამოცდო ბარიერის დაწევას, აღნიშნული ცვლილება ჯერჯეობით არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადებმა ერთი თვით გადაიწია, თუმცა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოცდების ვადების გადაწევა არ განიხილება და ის ივლისში ჩატარდება.