საზოგადოება
06.04.2020 13:28
გორის და ხაშურის კლინიკების ე.წ. ცხელების ზონებიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 3 პაციენტის ნიმუშები გაიგზავნება
შიდა ქართლში მოქმედი ე.წ. ცხელების ცენტრების გორის და ხაშურის ზონას ბოლო 24 საათის განმავლობაში 13-მა პირმა მიმართა, მათგან, ამ დროისთვის, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება სამი პაციენტი.

„ე.წ. ცხელების ზონაში, გორში, 24 საათის მანძილზე მომართა 10-მა პაციენტმა, ხაშურში კი - სამმა. ამ დროისთვის გორში, ბოქსირებულ პალატაში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ერთი პირი, „გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკის ცხელების ზონაში კი - ორი პაციენტი. ჯანდაქცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მოქმედი პროტოკოლით, არსებული სიმპტომატიკის გათვალისწინებით, სამივე პაციენტთან დღეს მოხდება ბიოლოგიური მასალის აღება და ნიმუშები გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.
ე.წ. ცხელების ზონების გარდა, საკმაოდ მობილიზებულად მუშაობს ქსელის კლინიკების ყველა დეპარტამენტი, სატაციონარი, შესაბამისად, ყველა სხვა შემთხვევას, ყველა პაციენტს ვემსახურებით შეუფერხებლად“, - განაცხადა ვასილ ჭეიშვილმა.
კვირის ამბები