საზოგადოება
08.10.2019 17:24
გორის ადგილობრივ არქივში დაცული უძველესი დოკუმენტი 1921 წლით თარიღდება

რევოლუციური მაზრის კომიტეტის მიერ ხელმოწერილი იურიდიული აქტი გორის ადგილობრივ არქივში დაცულ უძველეს ცნობას წარმოადგენს. დაწესებულების სპეციალისტების თქმით, ორგანიზაციის საცავში ორი ტიპის დოკუმენტაცია - არქივის პირადი შემადგენლობა (ანუ საცნობარო) და მუდმივად შესანახი დოკუმენტებია განთავსებული. აქედან, 61000-ზე მეტი ცნობა მუდმივად შესანახია. სხვადასხვა პერიოდში წარმოებული 56000-მდე საბუთი კი, შესანახი ვადის (75 წელი) ამოწურვის შემდეგ განადგურებას დაექვემდებარება.

ცნობისთვის, გორის ადგილობრივი არქივის შენობა თამარ მეფის ქუჩის 47 ნომერშია განთავსებული და დაინტერესებულ პირებს 1967 წლიდან ემსახურება.

კვირის ამბები