საზოგადოება
05.04.2020 11:39
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 170-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 339 პაციენტი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა.

 

კვირის ამბები