საზოგადოება
04.04.2020 20:09
საქართველოში კორონავირუსისგან 31 პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 31 შეადგინა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ვებ-გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით გადაცვალების პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა, საერთო ჯამში კი, ქვეყანაში covid 19-ის 157 დადასტურებული შემთხვევაა.
კვირის ამბები