პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი რთული მდგომარეობის პირობებში, საქართველოში მცხოვრები არაერთი მომღერალი, მუსიკოსი თუ მწერალი ცდილობს, საკუთარი შემოქმედების დადებითი მუხტი, პოზიტივი შეიტანოს თვითიზოლაციაში მყოფი საზოგადოების მოწყენილ ცხოვრებაში და სხვადასხვა რეგონებიდან, ქალაქებიდან ერთმანეთს უზიარებენ პოზიტიური შინაარსის ვიდეორგოლებს.
მსგავსი შინაარსის ნამუშევრით, საკუთარი განწყობა გორელმა საოპერო მომღერალმა, დავით დარბაიძემაც გამოხატა.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ახალ ნამუშევარზე Gmnews-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გამოწვევას სიამოვნებით შეუერთდა და თავისი იუმორისტული სიმღერით სახლში დარჩენილი ადამიანებისთვის განწყობის შექმნა სცადა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდოდა, იმ მომღერლების საყოვლთაო გამოწვევა მიმეღო, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ამ სასიამოვნო პროცესში და წვლილი შემეტანა ჩვენი მოსახლეობის განწყობის ამაღლებაში. მინდოდა, რაღაც განსხვავებულად, ორიგინალურად გამომსვლოდა, რაც გამოიწვევდა ბევრ წრფელ ღიმილს, შეიტანდა პოზიტივს ადამიანების ხასიათში. ვიდეოკლიპი, ასევე, მინდოდა ყოფილიყო შემეცნებითი ხასიათის, კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი იმ რეკომენდაციებისთვის, რასაც სახელმწიფო ჯანდაცვა სხვადასხვა სანფორმაციო წყაროს საშუალებით ავრცელებს და რაც ყველაზე მთავარია - მინდოდა, მოვფერებოდი ჩვენს ექიმებს, გმირ მედიკოსებს და ამ სენზე გამარჯვების იმედი ჩამესახა ჩვენი მოქალაქეების გულებში,“ - გვითხრა დავით დარბაიძემ.
Gmnews-ი გთავაზობთ დავით დარბაიძის ვიდეოკლიპს. https://www.youtube.com/watch?v=FCKyJxKDx4Y