საინტერესო ამბები
04.04.2020 15:25
კორონავირუსისგან თავდასაცავად, უნდა გავრეცხოთ თუ არა მწვანილი და სურსათი საპნით

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი უწყებები სხვადასხვა რეკომენდაციას გასცემენ. საზოგადოების ნაწილი კი, პარალელურად, საკუთარი ინტერპრეტაციით, უსაფრთხოების არაერთ დამატებით ზომას მიმართავს. მაგალითად, სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ საკვები პროტუქტების შეფუთვებს საპნით რეცხავენ, ზოგიერთი კი, ასევე სარეცხი საპნით, ან სოდით რეცხავს მწვანილს, ბოსტენულს... კლავს თუ არა რეალურად 72 %-იანი საპონი, ან საკვები სოდა კორონავირუსს - საკითხის გასარკვევად, GMnews გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა.

„ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია მწვანილისა და ბოსტნეულის სარეცხი საპნით ან სოდით გარეცხვა. არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სოდა კორონავირუსს კლავს, არ არსებობს, შეაბამისად, სარეცხი საპნით, სოდით ან თუნდაც სადეზინფექციო სხნარებით საკვები პროდუქტების ან თუნდაც მწვანილის გარეცხვა, ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ახლაც ისევე, როგორც ჩვეულებრივ სიტუაციაში, მწვანილი და ბოსტენული გარეცხეთ გამდინარე წყლით 15-20 წუთის განმავლობაში. თუ საკვებს აქვს პარაზიტების კვერცხი ან ნიტრატები, გამდინარე წყალში გარეცხვისას, მექანიკურად მოშორდება. სხვა მხრივ, დამატებითი ღონისძიებების გატარება (სხავადსხვა სარეცხი საშუალებებით გარეცხვა), კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ნამდვილად არ გამოგადგებათ. ერთადერთი, რაც დაზუსტებით ვიცით, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ეს არის ქლორი და სამედიცინო სპირტი, ისიც 60 %-იანი. იმ მოსახლეობის საყურადღებოდ კი, ვინც ვირუსის საწინააღმდეგოდ 95 %-იან სპირტს იყენებს, ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში არ ხდება ვირუსის განადგურება, პირიქით, ხდება ფიქსაცია, რაც კიდევ უფრო სახიფათოა“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა.

 

 

კვირის ამბები