„გვერდს ვერ აუვლი შენს ძველ სადგურებს“ - გორის თეატრი მაყურებელთან ვირტუალურ შეხვედრებს აგრძელებს
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში სპექტაკლების ვიდეოჩანაწერების ჩვენებას განაგრძობს და ერთგულ მაყურებელს, მორიგ სპექტაკლს ტრადიციულად დათქმულ დროს შესთავაზებს. დღეს, 19:00 საათზე სასცენო ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ ლელა არაბულის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სცენარი - „გვერდს ვერ აუვლი შენს ძველ სადგურებს“ - იხილონ.
„შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმდინარე შაბათ-კვირასაც ვაგრძელებთ წამოწყებულ საქმეს და ამჯერად, სოსო ნემსაძის მიერ, რამდენიმე წლის წინ დადგმულ სპექტაკლს შევთავაზებთ მაყურებელს. როგორც გითხარით, „გვერდს ვერ აუვლი შენს ძველ სადგურებს“, საკმაოდ ძველი წარმოდგენაა და ვფიქრობთ, მაყურებელს მისი ვირტუალური ნახვაც არანაკლებ სიამოვნებას მიანიჭებს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გ.ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა.