გორის ე.წ. ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხი ცნობილია - შუახნის ქალს ახალი კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში, ,,გორმედის“ გორისა და ხაშურის კლინიკებში მოქმედ ე.წ. ცხელების ცენტრებში 12 პაციენტი შეიყვანეს.
„გუშინ ჩვენს ქოლცენტრში განხორციელებული ზარების საფუძველზე მიღებული შეტყობინებებიდან, 112-ის მეშვეობით 12 პაციენტის შემოყვანა მოხდა ე.წ. ცხელების ცენტრებში, 10 გორში და 2 ხაშურში. მათგან 1 ჩაითვალა ,,კოვიდზე" საეჭვოდ და შესაბამისად, გაიგზავნა ნიმუშები ლაბორატორიაში, პასუხი უარყოფითია. ,,გორმედის" ქსელის ე.წ. ცხელების ზონებში ბოლო 24 საათის განმავლობაში შემოყვანილი 12 პაციენტიდან 2 რჩება სტაციონარში, თერაპიულ განყოფილებაში, თუმცა, არა კორონავირუსულ ინფექციაზე საეჭვო სიმპტომატიკით. სხვა პირებმა კი დატოვეს კლინიკები, გაეწერნენ ბინაზე და პროტოკოლის მიხედვით, თითოეული მათგანის მდგომარეობა გადამოწმდება 2 დღეში და შემდგომ - 7 დღეში", - განაცხადა ვასილ ჭეიშვილმა.