საზოგადოება
08.10.2019 16:34
გორის არქივი რეგიონულ არქივად გადაკეთდება

გორის ადგილობრივი არქივი მალე რეგიონულ არქივად გადაკეთდება და ფუნქციონირებას ახალ მისამართზე დაიწყებს. ტენდერი თანამედროვე სტანდარტების მქონე ობიექტის მშენებლობაზე უკვე გამოცხადებულია. როგორც GMnews-ს დაწესებულების უფროსმა სპეციალისტმა, ქეთევან მაჭარაშვილმა განუცხადა, ახალი შენობა, სადაც რეგიონის მასშტაბით წარმოებული მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია მოიყრის თავს, 2020 წლისთვის, ჭალის დასახლებაში, ფერაძის ქუჩაზე აშენდება.

ცნობისთვის, გორის არქივის შენობა, სადაც ორგანიზაცია ამჟამად ფუნქციონირებს, თამარ მეფის ქუჩის 47 ნომერში, 1967 წელს აშენდა, მანამდე კი, დაწესებულება სხვადასხვა მისამართზე ფუნქციონირებდა.

 

კვირის ამბები