საზოგადოება
04.04.2020 13:02
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილს შიდა ქართლის გუბერნატორიც გადარიცხავს

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს შიდა ქართლის გუბერნატორიც გადარიცხავს. ამის შესახებ გიგი ხოჯევანიშვილმა დღეს განაცხადა.

„ვუერთდები მმართველი გუნდის ინიციატივას მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედის სოლიდარობის ფონდში გადარიცხვის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, შეგროვილი თანხა გარკვეულწილად წაადგება ქვეყნის საერთო მიზნებს და ამ კრიზისიდან გამოსვლის ღონისძიებებს,“ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა.

კვირის ამბები