საზოგადოება
04.04.2020 12:31
გასული დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში დარღვევის 22 ფაქტი გამოვლინდა

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მონიტორინგისას, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დარღვევის 22 ფაქტი გამოვლინდა - აღნიშნული განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა რეგიონში მოქმედი საგუშაგოების შემოვლისას გააკეთა. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, მათ შორის არის როგორც კომენდანტის საათის, ასევე, თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევები.

„გუშინდელმა ღამემ მშვიდობით ჩაიარა, რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონია. გამოვლინდა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული წესების დარღვევის 22 შემთხვევა, მათ შორის გახლდათ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევები და ასევე, იყო თვითიზოლაციის წესების დარღვევაც. სხვა მხრივ, რეგიონში სიმშვიდეა, რეგიონის მოსახლეობაში კორონავირუსის დადასტურების ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

 

კვირის ამბები