საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა.
გიორგი გახარიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, მკაცრად გაკონტროლდეს რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის მთავრობის დადგენილებით დაწესებული აკრძალვები საკვირაო ბაზრობებსა და ხალხმრავალ თავშეყრასთან დაკავშირებით.
რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა მთავრობის მეთაურისგან ასევე მიიღეს დავალებები, სრული მზაობა არსებობდეს თერმოსკრინინგის პროცესისა და ჰოსპიტალური სექტორის შესაბამისობის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით.
ამასთან, დროულად უნდა დასრულდეს ე.წ ცხელების კლინიკების მოწესრიგებისა და შესაბამისი მედპერსონალის მზადყოფნის პროცესი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება