ინდოეთში, ქალაქ რაიპურში დაბადებულ ტყუპებს მშობლებმა კორონა და კოვიდი დაარქვეს, - აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სანამ მშობლები ბავშვებს სახელებს ოფიციალურად დაარქმევდნენ, საავადმყოფოს თანამშრომლები ტყუპებს კორონას და კოვიდს ეძახდნენ. იდეა მშობლებსაც მოეწონათ და გადაწყვიტეს, ბავშვებისთვის ვირუსის სახელები დაერქმიათ.
ახალშობილი და-ძმა ინდოეთში სამკვირიანი კარანტინის პირობებში დაიბადა. ტყუპების მშობლების თქმით, დარწმუნებულები არიან, მსოფლიო ამ უდიდესი დაბრკოლების გადალახვას შეძლებს და სწორედ ამიტომ შეარჩიეს ეს სახელები ბავშვებისთვის.
„რთული მშობიარობა მქონდა. ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და მე და ჩემს ქმარს გვინდოდა ეს დღე დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ვირუსი საშიშია, მისმა ასეთი სისწრაფით გავრცელებამ ადამიანები აიძულა ჰიგიენა დაეცვათ და სხვა ბევრი კარგი ჩვევებიც გამოუმუშავდათ. ჩვენი შვილები კი, ჯანმრთელები დაიბადნენ სამკვირიანი კარანტინის პირობებში, რაც ვფიქრობთ, სასწაულია“, - აღნიშნა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ტყუოპების დედამ.