საზოგადოება
03.04.2020 13:43
სიტუაცია მძიმდება - პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის და შესამოწმებლად პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს ორდღიანი ვადა მისცა

სოფლის ექიმები გყავს დაახლოებით 1200 ადამიანი და ოჯახის ექიმები დაახლოებით 2000 ადამიანი. უნდა ვიცოდეთ, სად არიან ესენი, რას აკეთებენ, პირველ რიგში შესამოწმებელია ამ ადამიანების მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბოს სხდომაზე გააკეთა. გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული ვადა მისცა ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების მზაობის შესამოწმებლად.

„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ გარდა იმისა, რომ სიტუაცია მძიმდება, ამასან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შესამოწმებლად უახლოესი ორი დღე გამოიყენოს და მეორე, პირველადი ჯანდაცვის, რასაც პირველ ცხელ ხაზს ვეძახით, ვირუსთან ბრძოლის მზაობა რომ მოგვახსენოთ დღეს დეტალებში. აქ მარტივია, ჩვენ სოფლის ექიმები გყავს დაახლოებით 1200 ადამიანი და ოჯახის ექიმები დაახლოებით 2000 ადამიანი. სად არიან ესენი, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია, პირველ რიგში შესამოწმებელია ამ ადამიანების მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში, რომ ამან ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კვირის ამბები