კასპის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საჯარო სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, სოფელ წინარეხში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯავა“ ახორციელებს, პროექტს კი, მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
სოფელ წინარეხში ამჟამად მოქმედი სკოლა 1882 წელს, საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დააარსა. ამ დროისთვის, სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ახალი სკოლის მშნებელობაა გათვალისწინებული - უკვე მიმდინარეობს სოფელ კოდისწყაროს საჯარო სკოლის მშენებლობა, სოფელ ქვემო გომში კი, შესაბამისი სამუშაოები მალე დაიწყება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება